დედის დღე!!!

იყო დედა —ყველაზე მნიშვნელოვანი, წმინდა და უზენაესი დანიშნულებაა, რაც შეიძლება გააჩნდეს ადამიანს ცხოვრებაში. მთელი გულითა და სულით ვულოცავ ჩვენს დედებს,მათ „პროფესიულ“ დღეს. დედობა ხომ 24/7 მუშაობაა უქმეებისა და შვებულების გარეშე. დაე, მათი თავგანწირული შრომა, სავსე ფუსფუსითა და განცდებით, მათთვის კოლოსალური სიამოვნების, უშრეტი აღმაფრენის, ჰარმონიისა და თბილი ემოციების მომტანი იყოს!

ჯილდო და დედის ანაზღაურება მათი შვილების წმინდა და უანგარო სიყვარულია, მათი თბილი ალერსი და შვილების წარმატებებით გამოწვეული სიამაყის განცდა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *